ჩვენს შესახებ

Koncho & Co

შ.პ.ს. ,,კონჭო და კომპანია“ არის სააქციო საზოგადოება ,,კორპორაცია ქინძმარაულის“
შვილობილი კომპანია. ს.ს. ,,კორპორაცია ქინძმარაულმა“ 2001 წლის 18 სექტემბერს დააფუძნა შ.პ.ს. ,,კონჭო და კომპანია“ რომლის მიზანი იყო უმაღლესი ხარისხის ძვირფასი ღვინოების
დამზადება და რეალიზაცია. სიტყვა ,,კონჭო“ ძველ ქართულად ნიშნავს ჯვარს და ფუძედ უდევს კონჭოშვილების გვარის აღმნიშვნელ სიტყვას. კონჭოშვილების ღვინის მარნის ისტორია იწყება1737წლიდან როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ მეორის ინოხმა კახაბერ კონჭოშვილმა დააფუძნა მარანი სადაც იწარმოება და რეალიზაცია უკეთდება ტრადიციულ კახურ ღვინოებსა და ჭაჭებს, რომელიც მე -20 საუკუნის ბოლომდე ფუნქციონირებდა ჯერ სოფელ საბუეში, შემდეგ ყვარელში.

კონჭო და კომპანია ფლობს საუკეთესო ვენახებს , ქინძმარაულისა და ყვარლის კლასიკურ მიკროზონებში. ვენახები გაშენებულია ადგილებში, სადაც მდინარე დურუჯი მიედინებოდა , ამიტომ აღნიშნული ადგილები ძალიან მდიდარია შავი ფიქალების შემცველობით, ხოლო 8-10მ ქვემოთ სიღრმიდან კარბონატების შემცველობის მარალი კონცენტრაცია , რაც სრულად გამოარჩევს კონჭო და კონპანიის ღვინოებს ყველა სხვა დანარჩენისგან. კონჭო და კომპანიის ღვინოები მსოფლიოს 15 ქვეყანაში იყიდება და ყველგან მოპოვებული აქვს მაღალი რეპუტაცია და სანდოობა.
შ.პ.ს. ,,კონჭო და  ომპანიის“ სტრატეგიაა გადაშენებული და  ადაშენების პირას მყოფი ვაზის ქართული ჯიშების მოძებნა, გაშენება და ამ ვაზებიდან დაკრეფილი ყურძნით ექსკლუზიური
ღვინოების დაყენება.
შ.პ.ს. ,,კონჭო და კომპანია“ მთლიანად ორიენტირებულია ელიტარული ღვინოების დამზადებასა და რეალიზაციაზე, აქედენ ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში.

კომპანიის სლოგანია ,,აღმატებული ხარისხი”, რომელსაც მუდმივად იცავს.

ისტორია

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.