ჩვენ შესახებ
კონჭო და კომპანი
შ.პ.ს. ,,კონჭო და კომპანია“ არის სააქციო საზოგადოება ,,კორპორაცია ქინძმარაულის“ შვილობილი კომპანია. ს.ს. ,,კორპორაცია ქინძმარაულმა“ 2001 წლის 18 სექტემბერს დააფუძნა შ.პ.ს. ,,კონჭო და კომპანია“ რომლის მიზანი იყო უმაღლესი ხარისხის ძვირფასი ღვინოების დამზადება და რეალიზაცია. სიტყვა ,,კონჭო“ ძველ ქართულად ნიშნავს ჯვარს და ფუძედ უდევს კონჭოშვილების გვარის აღმნიშვნელ სიტყვას. კონჭოშვილების ღვინის მარნის ისტორია იწყება 1737 წლიდან, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ მეორის ინოხმა, კახაბერ კონჭოშვილმა დააფუძნა მარანი, სადაც იწარმოება და რეალიზაცია უკეთდება ტრადიციულ კახურ ღვინოებსა და ჭაჭებს, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლომდე ფუნქციონირებდა ჯერ სოფელ საბუეში, შემდეგ ყვარელში.
“კონჭო და კომპანია” ფლობს საუკეთესო ვენახებს, ქინძმარაულისა და ყვარლის კლასიკურ მიკროზონებში. ვენახები გაშენებულია ადგილებში, სადაც მდინარე დურუჯი მიედინებოდა, ამიტომ აღნიშნული ადგილები ძალიან მდიდარია შავი ფიქალების შემცველობით, ხოლო 8-10 მეტრის ქვემოთ სიღრმიდან კარბონატების შემცველობის მაღალი კონცენტრაციაა, რაც სრულად გამოარჩევს “კონჭო და კონპანიის” ღვინოებს ყველა სხვა დანარჩენისგან. “კონჭო და კომპანიის” ღვინოები მსოფლიოს 15 ქვეყანაში იყიდება და ყველგან მოპოვებული აქვს მაღალი რეპუტაცია და სანდოობა. შ.პ.ს. ,,კონჭო და კომპანიის“ სტრატეგიაა გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ვაზის ქართული ჯიშების მოძებნა, გაშენება და ამ ვაზებიდან დაკრეფილი ყურძნით ექსკლუზიური ღვინოების დაყენება. შ.პ.ს. ,,კონჭო და კომპანია“ მთლიანად ორიენტირებულია ელიტარული ღვინოების დამზადებასა და რეალიზაციაზე, ასევე ეწევა ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.
კომპანიის სლოგანია ,,აღმატებული ხარისხი”, რომელსაც მუდმივად იცავს.
ხარისხის და სურსათის უვნებლობის ინტეგრირებული კორპორატიული პოლიტიკა
შპს „კონჭო & კო“-ს მისიაა საკანონმდებლო ნორმების მუდმივი დაცვით მაღალხარისხიანი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ნედლეულისგან ღვინის, ჭაჭის არყის და ბრენდის დამზადება, რომელიც კლიენტის მოლოდინს ყოველთვის აკმაყოფილებს.
ჩვენი ხედვა სურსათის უვნებლობასთან მიმართებაში არის შემდეგი:
- ვიყოთ სტაბილურობის, უვნებლობის, ხარისხის გარანტი და ვფლობდეთ ლიდერის პოზიციას ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების სეგმენტში;
- განუწყვეტლივ ვაუმჯობესებდეთ: სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (PDCA) ეფექტიანობას, კლიენტზე ორიენტირებას, პერსონალის პროაქტიულობას, საგანგებო სიტუაციების მართვას, სურსათის გაყალბების (FF) და განზრახ დაზიანებისაგან (FD) დაცვას, მიკვლევადობის და გამოხმობის პროცედურებს, ხარისხის და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის სტრატეგიის, მიზნების სწორი დაგეგმვის, განხორციელების, აუდიტის, ანალიზის, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესების საფუძველზე.
კომპანიის მიზნებია
- კლიენტისთვის ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტის და სერვისის მიწოდებით ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესების გაუმჯობესება და შემოსავლების მუდმივი ზრდა;
- შიდა და გარე ფაქტორების ანალიზი, კლიენტის და დაინტერესებული მხარის საჭიროებების, მოლოდინის და კმაყოფილების შეფასების მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება;
- ბიზნეს-პროცესების, პროდუქტის და შიდა საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება. პროდუქტის ხარისხის და უვნებლობის კონტროლი და უზრუნველყოფა ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;
- პერსონალის FS კულტურის, პროაქტიულობის, კვალიფიკაციის და მოტივაციის მუდმივი გაუმჯობესება;
- GFSI-ს აღიარებული სქემის – ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის (FSSC) დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება;