კატეგორიის გარეშე

    • წითელი მშრალი ღვინო: მუკუზანი

      დასახელება: ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო მუკუზანი.

      ვაზის ჯიში :  100% საფერავი.

      ვაზის წლოვანება : 25 წელი.

      ვენახი : მუკუზანი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციული მაღალხარისხიანი მეღვინეობის სპეციფიკური ზონაა, ამასთან მუკუზანი, მშრალი წითელი ღვინოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასახელებაა.

      მუკუზნის მიკროზონაში ღვინის მაღალ ხარისხს განაპირობებს კარბონატული ნიადაგები და მიკროკლიმატი, რომელსაც გომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთი კალთა ქმნის, რის გამოც მიკროზონაში ყურძენი სრულად მწიფდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წითელი მაღალხარისხოვანი და მაღალექსტრაქტული ღვინოების დასამზადებლად.

      რთველი : ხელით შერჩევითი კრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფისას, სექტემბრის ბოლოს წარმოებს.

      მოსავალი : 7-8 ტონა 1 ჰექტარზე.

      ტექნოლოგია : კლასიკური დურდოზე დუღილი სრულ დადუღებამდე, შემდგომ წარმოებს ვაშლ-რძემჟავა დუღილი და კავკასიური მუხის კასრებში დავარგება 1 დან 2 წლამდე.

      დახასიათება :  მუკუზანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინოა, რომელსაც ქართული ღვინოების თავადსაც უწოდებენ. ღვინო მუქი ბროწეულისფერია, კარგად გამოხატული, განვითარებული ბუკეტით რომელშიც ალუბლისა და შავი მოცხარის ტონები ჰარმონიულად ერწყმიან ვანილისა და მუხის სასიამოვნო ტონებს. გემოზე ღვინო ჰარმონიულია, ამასთან საგრძნობია ღვინის დიდი პოტენციალი და მწიფე ფენოლების მაღალი შემცველობა. ღვინის ნარჩენი გემო საკმაოდ დიდხანს ტოვებს სასიამოვნო შეგრძნებას პირის ღრუში.

      რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 18°.

      ღვინო საკმაოდ ძლიერი და კომპლექსურია, ამიტომ უმჯობესია მიირთვათ შემწვარ კერძებთან, საუკეთესოა ცხვრისა და თხის ხორცის კერძებთან და ყველთან.

    Start typing and press Enter to search

    Shopping Cart

    თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.