ქარვისფერი მშრალი ღვინო მცვივანი კახური ქვევრი

დასახელება: ქარვისფერი მშრალი ღვინო „მცვივანი კახური ქვევრი

ვაზის ჯიში :  100% მცვივანი კახური.

ვაზის წლოვანება : 20 წელი

ვენახი: ღვინო “მცვივანი კახური ქვევრი” იწარმოება  ქინძმარაულის სპეციფიკურ ზონებში განლაგებულ საკუთარ ვენახებში მოწეული ყურძნიდან.  სადაც ტრადიციულად მაღალხარისხოვანი ღვინოების ხარისხს შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგები და კავკასიონის ქედის დადებითი ეფექტი განაპირობებს და სადაც ყველა პირობაა იმისათვის, რომ ყურძენმა სიმწიფის მაღალ ხარისხს მიაღწიოს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მაღალხარისხოვანი კახური ტრადიციული ღვინის დამზადებისათვის.

 რთველი   : ხელით შერჩევითი კრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, სექტემბრის ბოლოს წარმოებს.

მოსავალი: 8 ტონა 1 ჰექტარზე

ტექნოლოგია: ყურძენი იჭყლიტება და შემდგომ  დაჭყლეტილი დურდო კლერტთან ერთად გადადის ტრადიციულ თიხის ჭურჭელში (ქვევრში) სადაც ხდება ღვინის დადუღება და ჭაჭაზე გაჩერება გაზაფხულის პირველ სითბოებამდე, სავარაუდოდ მომდევნო წლის აპრილამდე. რის შემდგომაც ღვინო იხსნება ჭაჭიდან და ვარგდება 400 ლიტრიან მუხის კასრებში.

დახასიათება: ღვინო ქარვისფერია, კარგად განვითარებული არომატით მსხლის, ჩირის, ნიგვზისა და  ჩაის ტონებით, რომელსაც ვანილის ტონები სასიამოვნოდ აბალანსებს. გემოზე ღვინო სავსე და ჰარმონიულია, მწიფე ფენოლების მაღალი შემცველობა ღვინის გრძელ სიცოცხლისუნარიანობასა და კომპლექსურობაზე მიუთითებს. ღვინო მდიდარია ანტიოქსიდანტებით,  გარკვეული რაოდენობის რეგულარული მიღება ანელებს დაბერების პროცესსა და კარგი პროფილაქტიკაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგოდ.

რეკომენდაცია: დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 18°.

კახური მცვივანი ქვევრი – საუკეთესოდ ესადაგება ქართულ ტრადიციულ კერძებს, ამასთან საუკეთესოდ ესადაგება წითელი ხორცის კერძებს, განსაკუთრებით მწვადს და ცხიმიან ყველს.

კატეგორია: ,