დასახელება : წითელი მშრალი ღვინო ალექსანდროული.
ვაზის ჯიში : 80 % ალექსანდროული, 20 % მუჯურეთული.
ვაზის წლოვანება : 11 წელი.
ვენახი : ალექსანდროული მზადდება საკუთარ ვენახებში, რომლებიც მდინარე დურუჯის ველზეა გადაშლილი, სადაც შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგი, კავკასიონის ქედებისა და მდინარის კომპლექსი ქმნის იმ განუმეორებელ პირობებს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ვაზის ცხოველმყოფელობაზე, ასევე საბოლოო პროდუქტის ღვინის მაღალ ხარისხზე.
რთველი : ხელით შერჩევითი კრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, სექტემბრის ბოლოს წარმოებს.
მოსავალი : 6-7 ტონა ჰექტარზე.
ტექნოლოგია : კლასიკური დურდოზე დუღილი სრულ დადუღებამდე, შემდეგ წარმოებს ვაშლ-რძემჟავა დუღილი და 400 დალ-იან კავკასიური მუხის კასრებში ვარგდება 6 თვის განმავლობაში.
დახასიათება : ალექსანდროული კარგად წარმოაჩენს ვაზის ჯიშების ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო მახასიათებლებს. ღვინო ბროწეულისფერია, კარგად გამოხატული, განვითარებული ჯიშური არომატით რომელშიც ალუბლის, შავი ქლიავის და იის ტონები ჰარმონიულად ერწყმიან მუხის სასიამოვნო ტონებს. პირის ღრუში ღვინო ჰარმონიული და მრგვალია, მწიფე ფენოლები განაპირობებენ ღვინის სასიამოვნო სტრუქტურას, ახასიათებს გრძელი სასიამოვნო ნარჩენი გემო, ამასთან ღვინის არომატი და გემო იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურე 16 – 18°
ღვინო საკმაოდ კარგად უხდება ყველანაირ ხორცის კერძებს და ყველს.