წითელი ღვინო: საფერავი პრემიუმი

კატეგორია: ,

დასახელება : წითელი ღვინო საფერავი პრემიუმი.

ვაზის ჯიში  : 100% საფერავი.

ვაზის წლოვანება : 60 წელი.

ვენახი : ღვინო “საფერავი პრემიუმი” ქინძმარაულის სპეციფიკური ზონის შიგნით საუკეთესო ვენახიდან “ყელილბარდებიდან” მზადდება. აღნიშნული ვენახი ტრადიციული ქინძმარაულის მიკროზონის გულს წარმოადგენს. შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგი და კუდიგორისა და სამების სერის ტყიანი მთები განსაკუთრებულ და განუმეორებელ მიკროკლიმატს ქმნიან, რაც საუკეთესო ხარისხის ღვინის წარმოების წინაპირობაა. ყელილბარდების სახელი უხსოვარი დროიდან საუკეთესო ღვინოებთან ასოცირდება.

ღვინის მაღალი ხარისხი, რომ იქნას მიღწეული ვენახებში მოსავლის რეგულირება გასხვლიდანვე იწყება, რის შემდეგაც წარმოებს ყველა დაზიანებული და დაავადებული მტევნის მოცილება, ძველი ვაზი და შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგი მცირე მოსავლის წინაპირობაა თუმცა რაოდენობის შემცირებასთან ერთად ღვინის ხარისხი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

რთველი : ხელით შერჩევითი კრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში წარმოებს.

მოსავალი : 7 ტონა 1 ჰექტარზე.

ტექნოლოგია : კლასიკური დურდოზე დუღილი 3 კვირის განმავლობაში, დურდოდან მოხსნა და 225 ლიტრიან კასრებში დავარგება 12-დან 18 თვემდე.

დახასიათება : მიუხედავად ღვინოში ფენოლების დიდი რაოდენობით შემცველობისა, ღვინო ჰარმონიულია რადგან დასრულებულია ფენოლების პოლიმერიზაციის პროცესი. ღვინოს გააჩნია ძალიან მაღალი დავარგების პოტენციალი და ბოთლით შენახვის (დავარგების) პირობებში ღვინო უფრო იხსნება და საფერავის ჯიშის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს. ღვინის არომატში დომინირებს  კომპლექსურად: წითელი ტყის კენკრა, სადაც მაყვლის დომინანტ ტონებს  ნაზი ვანილისა და მიხაკის ტონები ავსებენ. ასევე სასიამოვნო, სავსე, სრული და ჰარმონიულია ნარჩენი გემო, რომელიც შეიძლება რამოდენიმე საათის განმავლობაში გაგყვეთ.

რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 16-18°C

ღვინო რბილი,ჰარმონიული და კომპლექსურია. აღნიშნულ ღვინოსთან კარგია წითელი ხორცის შემწვარი კერძები, საუკეთესოა ცხვრის ხორცის კერძები და ნანადირევის ხორცის კერძები, ასევე დავარგებული ყველი. ღვინო საუკეთესოა  ასევე ცალკე მოსახმარად.

 

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.