წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ქინძმარაული

დასახელება : ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ქინძმარაული.

ვაზის ჯიში  : 100% საფერავი.

ვაზის წლოვანება : 20 წელი.

ვენახი : ქინძმარაული ძველი ტრადიციული მეღვინეობის მიკროზონაა, რომელიც ღვინის   ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და რომელიც უხსოვარი დროიდან ცნობილია, როგორც ღვინის მაღალი ხარისხით. ისტორიული ქინძმარაულის მიკროზონა ღვინის მაღალ ხარისხს უნდა უმადლოდეს ნიადაგში შავი ფიქალების  მაღალ შემცველობას.
ღვინის მაღალი ხარისხი, რომ იქნას მიღწეული ვენახებში მოსავლის რეგულირება გასხვლიდანვე იწყება, რის შემდეგაც წარმოებს ყველა დაზიანებული და დაავადებული მტევნის მოცილება.

რთველი : ხელით შერჩევითი კრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში  წარმოებს.

მოსავალი : 8 ტონა 1 ჰექტარზე.

ტექნოლოგია : კლერტის გაცლა-დაჭყლეტვა, შემდგომი კონტროლირებადი ალკოჰოლური დუღილი, მოდუღარი ტკბილის დურდოდან გამოცალკევება,  ტკბილის გაციება -2°-ზე, რის გამოც ღვინოში რჩება ნარჩენი შაქარი.

დახასიათება : როგორც მიკროზონისათვის და ჯიშისათვის ტიპიურია, ღვინო ბროწეულისფერია, მოწითალო ელფერითა და სხივით. გამოირჩევა სასიამოვნო წითელი ტყის კენკრისა და ალუბლის ძლიერი ტონებით, რაც ერთმანეთთან კარგადაა შერწყმული და სასიამოვნო არომატს ქმნიან. ღვინო გემოთი რბილია ნარჩენი შაქარი ჰარმონიულად აბალანსებს მჟავიანობას, გააჩნია გრძელი სასიამოვნო ნარჩენი გემო, რაც ღვინის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს.

რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 15-17°C.

ღვინო მოიხმარება როგორც აპერეტივი, ასევე დესერტთან ერთად, თუმცა, ღვინო არაჩვეულებრივად აბალანსებს შემწვარ ხორცსა და  მარილიან ყველსაც.

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.