თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო: ქისი


დასახელება: თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო ქისი

ვაზის ჯიში :  100% ქისი.

ვაზის წლოვანება : 10 წელი.

ვენახი : ქისი იწარმოება კომპანიის საკუთარ ვენახებში, რომლებიც ყვარლისა და ქინძმარაულის სპეციფიკურ ზონებშა განლაგებული. ღვინის მაღალ ხარისხს ალუვიური და შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგები და კავკასიონის სამხრეთ ქედის დადებითი ეფექტი განაპირობებს.

რთველი : ხელით შერჩევითი მოკრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, ოქტობრის ბოლოს წარმოებს.

მოსავალი : 8 ტონა 1 ჰექტარზე.

ტექნოლოგია : ყურძენს ეცლება კლერტი და შემდეგ წარმოებს დაჭყლეტა, რის შემდეგაც ხდება ტკბლის თვითნადენი ფრაქციის გამოცალკევება, რომელიც ტკბილის მთელი მოცულობის 55%-ზე ნაკლებია. ტკბილის დამუშავებისა და დაწმენდის შემდეგ წარმოებს ტკბილის ალკოჰოლური დუღილი რომელიც 15-17°C ტემპერატურაზე მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.

დახასიათება : ღვინო ღია ჩალისფერია, კარგად გამოხატული განვითარებული არომატით რომელშიც მწიფე ტროპიკული ხილის ტონები დომინირებს. ღვინო ცოცხალი და ჰარმონიულია.

რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 14-16°.

რეკომენდირებულია დესერტთან ერთად, რომელიც კერძების საუკეთესო მახასიათებლებს წარმოაჩენს.

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.