წითელი მშრალი ღვინო: ყვარელი

დასახელება : ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო ყვარელი.

ვაზის ჯიში : 100% საფერავი

ვაზის წლოვანება : 35 წელი

ვენახი : ყვარლის სპეციფიკური ზონის ნიადაგი და მიკროკლიმატი განაპირობებს უმაღლესი ხარისხის ღვინის მიღებას. ყვარლის მიკროზონა ჩრდილოეთიდან კავკასიონის ტყიანი ქედითაა შემოსაზღვრული, ხოლო  სამხრეთიდან ემიჯნება ალაზნის ველს.
ყვარლის მიკროზონას ძირითადად გამოარჩევს ნიადაგში შავი ფიქალების მაღალი შემცველობა, რაც საშუალებას იძლევა ღვინოში საუკეთესო ბალანსის მისაღწევად, ამასთან  საშუალო-დაბალი მოსავლიანობა, რაც დამახასიათებელია შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგისთვის. პირდაპირპროპორციულად ზრდის ღვინის მინერალიზაციას, დავარგების პოტენციასა და ხარისხს.
კომპანიის მფლობელობაშია ისტორიული ყვარლის მიკროზონის შიგნით არსებული საუკეთესო ვენახები, რომლებიც საუკუნეებით აპრობირებულ მაღალხარისხოვანი ღვნისთვის საუკეთესო სავენახე ადგილებს წარმოადგენს.
ღვინის მაღალი ხარისხი, რომ მივიღოთ ვენახების მოსავლის რეგულირება გასხვლიდანვე იწყება, რის შემდეგაც წარმოებს ყველა დაზიანებული და დაავადებული მტევნის მოცილება ( ძირითადად რთვილს წინ).

რთველი :  ხელით შერჩევითი მოკრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში წარმოებს.

მოსავალი : 8 ტონა 1 ჰექტარზე

ტექნოლოგია : კლასიკური დურდოზე დუღილი, 3 კვირა დუღილის შემდეგ დურდოზე გაჩერებით, შემდეგ ვაშლ-რძემჟავა დუღილი და კასრებში დავარგება 12 თვის განმავლობაში.

დახასიათება :  ღვინო  მდიდარია მწიფე ფენოლებით, მიუხედავად მაღალი ალკოჰოლის შემცველობისა სასიამოვნოდ მისართმევია. გააჩნია ძალიან მაღალი დავარგების პოტენციალი და ბოთლით დავარგების პირობებში ღვინო უფრო იხსნება და საფერავის ჯიშის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს.
ღვინის არომატში დომინირებს ტყის კენკრა, შავი ქლიავის ჩირი და კარგად გამოხატული შავი მოცხარის ტონები, რასაც ვანილისა და მიხაკის ტონები ავსებენ. ასევე სასიამოვნო და სრულია ნარჩენი გემო რომელიც შეიძლება რამოდენიმე საათის განმავლობაში გაგყვეთ.

რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 15-17°C.

ღვინო საკმაოდ ძლიერი და კომპლექსურია, ამიტომ ნაკლებად გამოხატულ საკვებთან მირთმევისას ღვინის დომინირება აშკარაა, აღნიშნულ ღვინოსთან კარგია სახასიათო ძლიერი საკვები. მაგ: წითელი ხორცის შემწვარი კერძები, საუკეთესოა ცხვრის ხორცის კერძები და დავარგებული მაღალცხიმშემცველი ყველი.

კატეგორია: ,

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „წითელი მშრალი ღვინო: ყვარელი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Start typing and press Enter to search

Shopping Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.