დასახელება : ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო ხვანჭკარა.
ვაზის ჯიში : 70% ალექსანდროული, 30% მუჯურეთული.
ვაზის წლოვანება : 25 წელი.
ვენახი : ხვანჭკარა ძველი ტრადიციული მეღვინების მიკროზონაა რომელიც ერთერი საუკეთესო და გამორჩეული მიკროზონაა ნახევრადტკბილი წითელი ხარისხოვანი ღვინოების დასამზადებლად. ხვანჭკარის მიკროზონა ღვინის მაღალ ხარისხს უნდა უმადლოდეს იმ ნიადაგურ კლიმატურ პირობებს რომელიც ამბროლაურის მიკროზონაში მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროს სამხრეთ ფერდობებზე ვხვდებით. ღვინის მაღალი ხარისხი, რომ იქნას მიღწეული ვენახებში მოსავლის რეგულირება გასხვლიდანვე იწყება, რის ხარჯზეც ხდება ხარისხის გაზრდა.
რთველი : ხელით შერჩევითი კრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, ოქტომბერში წარმოებს.
მოსავალი : 5-6 ტონა 1 ჰექტარზე.
ტექნოლოგია : კლერტის გაცლა, ყურძნის დაჭყლეტვა,დურდოს კონტროლირებადი ალკოჰოლური დუღილი. მოდუღარი მაჭრის გაციება -2°C-ზე, რის გამოც ღვინოში რჩება ნარჩენი შაქარი.
დახასიათება : როგორც მიკროზონისათვის და ჯიშისათვის ტიპიურია ღვინო ლალისფერია, მოწითალო ელფერითა და სხივით. გამოირჩევა იის ძლიერი ტონებით. ღვინო გემოზე რბილია ნარჩენი შაქარი ჰარმონიულად აბალანსებს მჟავიანობას, გააჩნია გრძელი სასიამოვნო ნარჩენი გემო, რაც ღვინის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს.
რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 14-16°C.
ღვინო მოიხმარება როგორც აპერეტივი, ასევე დესერტთან ერთად, თუმცა ასევე კარგად უხდება აზიურ სამზარეულოს.