წითელი მშრალი ღვინო ალექსანდროული
დასახელება : წითელი მშრალი ღვინო ალექსანდროული. ვაზის ჯიში : 80 % ალექსანდროული, 20 % მუჯურეთული. ვაზის წლოვანება : 11 წელი. ვენახი : ალექსანდროული მზადდება საკუთარ ვენახებში, რომლებიც მდინარე დურუჯის ველზეა გადაშლილი, სადაც შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგი, კავკასიონის ქედებისა და მდინარის კომპლექსი ქმნის იმ განუმეორებელ პირობებს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ვაზის ცხოველმყოფელობაზე, ასევე საბოლოო პროდუქტის ღვინის მაღალ […]
წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ქინძმარაული
დასახელება : ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ქინძმარაული. ვაზის ჯიში : 100% საფერავი. ვაზის წლოვანება : 20 წელი. ვენახი : ქინძმარაული ძველი ტრადიციული მეღვინეობის მიკროზონაა, რომელიც ღვინის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და რომელიც უხსოვარი დროიდან ცნობილია, როგორც ღვინის მაღალი ხარისხით. ისტორიული ქინძმარაულის მიკროზონა ღვინის მაღალ ხარისხს უნდა უმადლოდეს ნიადაგში შავი ფიქალების […]
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო: ხვანჭკარა.
დასახელება : ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო ხვანჭკარა. ვაზის ჯიში : 70% ალექსანდროული, 30% მუჯურეთული. ვაზის წლოვანება : 25 წელი. ვენახი : ხვანჭკარა ძველი ტრადიციული მეღვინების მიკროზონაა რომელიც ერთერი საუკეთესო და გამორჩეული მიკროზონაა ნახევრადტკბილი წითელი ხარისხოვანი ღვინოების დასამზადებლად. ხვანჭკარის მიკროზონა ღვინის მაღალ ხარისხს უნდა უმადლოდეს იმ ნიადაგურ კლიმატურ პირობებს რომელიც ამბროლაურის მიკროზონაში მდინარე რიონის […]
წითელი მშრალი ღვინო: მუკუზანი.
დასახელება: ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშწალი ღვინო მუკუზანი. ვაზის ჯიში: 100% საფერავი. ვაზის წლოვანება: 25 წელი. ვენახი: მუკუზანი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციული მაღალხარისხიანი მეღვინეობის სპეციფიკური ზონაა, ამასთან მუკუზანი, მშრალი წითელი ღვინოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასახელებაა. მუკუზნის მიკროზონაში ღვინის მაღალ ხარისხს განაპირობებს კარბონატული ნიადაგები და მიკროკლიმატი, რომელსაც გომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთი კალთა ქმნის, რის გამოც მიკროზონაში ყურძენი სრულად […]
წითელი ღვინო: საფერავი პრემიუმი
დასახელება : წითელი ღვინო საფერავი პრემიუმი. ვაზის ჯიში : 100% საფერავი. ვაზის წლოვანება : 60 წელი. ვენახი : ღვინო “საფერავი პრემიუმი” ქინძმარაულის სპეციფიკური ზონის შიგნით საუკეთესო ვენახიდან “ყელილბარდებიდან” მზადდება. აღნიშნული ვენახი ტრადიციული ქინძმარაულის მიკროზონის გულს წარმოადგენს. შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგი და კუდიგორისა და სამების სერის ტყიანი მთები განსაკუთრებულ და განუმეორებელ მიკროკლიმატს ქმნიან, რაც საუკეთესო ხარისხის […]
წითელი მშრალი ღვინო: ყვარელი
დასახელება : ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო ყვარელი.
ვაზის ჯიში : 100% საფერავი
ვაზის წლოვანება : 35 წელი
ვენახი : ყვარლის სპეციფიკური ზონის ნიადაგი და მიკროკლიმატი განაპირობებს უმაღლესი ხარისხის ღვინის მიღებას. ყვარლის მიკროზონა ჩრდილოეთიდან კავკასიონის ტყიანი ქედითაა შემოსაზღვრული, ხოლო სამხრეთიდან ემიჯნება ალაზნის ველს.
ყვარლის მიკროზონას ძირითადად გამოარჩევს ნიადაგში შავი ფიქალების მაღალი შემცველობა, რაც საშუალებას იძლევა ღვინოში საუკეთესო ბალანსის მისაღწევად, ამასთან საშუალო-დაბალი მოსავლიანობა, რაც დამახასიათებელია შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგისთვის. პირდაპირპროპორციულად ზრდის ღვინის მინერალიზაციას, დავარგების პოტენციასა და ხარისხს.
კომპანიის მფლობელობაშია ისტორიული ყვარლის მიკროზონის შიგნით არსებული საუკეთესო ვენახები, რომლებიც საუკუნეებით აპრობირებულ მაღალხარისხოვანი ღვნისთვის საუკეთესო სავენახე ადგილებს წარმოადგენს.
ღვინის მაღალი ხარისხი, რომ მივიღოთ ვენახების მოსავლის რეგულირება გასხვლიდანვე იწყება, რის შემდეგაც წარმოებს ყველა დაზიანებული და დაავადებული მტევნის მოცილება ( ძირითადად რთვილს წინ).რთველი : ხელით შერჩევითი მოკრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში წარმოებს.
მოსავალი : 8 ტონა 1 ჰექტარზე
ტექნოლოგია : კლასიკური დურდოზე დუღილი, 3 კვირა დუღილის შემდეგ დურდოზე გაჩერებით, შემდეგ ვაშლ-რძემჟავა დუღილი და კასრებში დავარგება 12 თვის განმავლობაში.
დახასიათება : ღვინო მდიდარია მწიფე ფენოლებით, მიუხედავად მაღალი ალკოჰოლის შემცველობისა სასიამოვნოდ მისართმევია. გააჩნია ძალიან მაღალი დავარგების პოტენციალი და ბოთლით დავარგების პირობებში ღვინო უფრო იხსნება და საფერავის ჯიშის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს.
ღვინის არომატში დომინირებს ტყის კენკრა, შავი ქლიავის ჩირი და კარგად გამოხატული შავი მოცხარის ტონები, რასაც ვანილისა და მიხაკის ტონები ავსებენ. ასევე სასიამოვნო და სრულია ნარჩენი გემო რომელიც შეიძლება რამოდენიმე საათის განმავლობაში გაგყვეთ.რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 15-17°C.
ღვინო საკმაოდ ძლიერი და კომპლექსურია, ამიტომ ნაკლებად გამოხატულ საკვებთან მირთმევისას ღვინის დომინირება აშკარაა, აღნიშნულ ღვინოსთან კარგია სახასიათო ძლიერი საკვები. მაგ: წითელი ხორცის შემწვარი კერძები, საუკეთესოა ცხვრის ხორცის კერძები და დავარგებული მაღალცხიმშემცველი ყველი.
მშრალი წითელი ღვინო: ყვარლის სპეციალური რეზერვი
დასახელება : წითელი მშრალი ღვინო « ყვარელი სპეციალური რეზერვი ».
ვაზის ჯიში : 100% საფერავი.
ვაზის წლოვანება : 65 წელი.
ვენახი : ღვინო « ყვარელი სპეციალური რეზერვი» ყვარლის სპეციფიკური ზონის საუკეთესო და ძველი ვენახიდან მზადდება. ყვარლის ტყიანი მთები და მცხუნვარე კლდეები, რომლებიც აღნიშნულ ვენახებს შემოსაზღვრავენ განსაკუთრებულ და განუმეორებელ მიკროკლიმატს ქმნიან, რაც საუკეთესო ხარისხის ღვინის წინა პირობაა. ღვინის მაღალი ხარისხი, რომ იქნას მიღწეული ვენახებში მოსავლის რეგულირება გასხვლიდანვე იწყება, ყურძნის შეთვალიერებისას ვენახში ტარდება მწვანე რთველი რომელიც ახდენს მოსავლის ხარისხის ამაღლებას მისი მკვეთრი რაოდენობრივი შემცირების ხარჯზე (მწვანე რთველი მოსავალს დაახლოვებით 50%-ით ამცირებს), ამის შემდგომ წარმოებს ყველა დაზიანებული და დაავადებული მტევნის მოცილება, აღნიშნული ოპერაციების შემდგომ თითოეული ვაზიდან მიიღება არაუმეტეს ერთი ბოთლი საუკეთესო ღვინისა.
რთველი : ხელით შერჩევითი კრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, ოქტომბერში წარმოებს.
მოსავალი : 4,5 ტონა 1 ჰექტარზე.
ტექნოლოგია : კლასიკური დურდოზე დუღილი 6 კვირა, დუღილის შემდგომ დურდოზე გაჩერებით, შემდგომ ვაშლ-რძემჟავა დუღილი და 225 ლიტრიან კასრებში დავარგება მინიმუმ 24 თვის განმავლობაში. ღვინო ჩამოისხმება ყველანაირი დამუშავებისა და ფილტრაციისა გარეშე.
დახასიათება : გამოირჩევა ფენოლების მაღალი შემცველობით, თუმცა ჰარმონიულია, რადგან დასრულებულია ფენოლების პოლიმერიზაციის პროცესი. მიუხედავად მაღალი ალკოჰოლ შემცველობისა ღვინო სასიამოვნოდ მისართმევია, გააჩნია ძალიან მაღალი დავარგების პოტენციალი და ბოთლით შენახვის(დავარგების) პირობებში ღვინო უფრო იხსნება და საფერავის ჯიშის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს. ღვინის არომატში დომინირებს კომპლექსურად: წითელი ტყის კენკრა, მაყვლისა და კარგად გამოხატული შავი მოცხარის ტონები, რასაც ნაზი ვანილისა და მიხაკის ტონები ავსებენ. ასევე სასიამოვნო, სავსე და სრულია ნარჩენი გემო რომელიც შეიძლება რამოდენიმე საათის განმავლობაში გაგყვეთ.
ღვინო საუკეთესოა როგორც პირდაპირი მოხმარებისთვის, ასევე მრავალწლიანი ბოთლური დავარგებისას მისი ხარისხი მხოლოდ უმჯობესდება.
ღვინო მხოლოდ 20000 ბოთლი ჩამოისხა და მისი ხარისხიც და ფასიც ყოველწლიურად იზრდება, რაც საშუალებას იძლევა აღნიშნული ღვინო განვიხილოთ, როგორც საუკეთესო კაპიტალდაბანდებაც.
რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 17-19°C.
ღვინო ძლიერი და კომპლექსურია ამიტომ ნაკლებად გამოხატულ საკვებთან მირთმევისას ღვინის დომინირება აშკარაა, აღნიშნულ ღვინოსთან კარგია სახასიათო ძლიერი საკვები, მაგ.: წითელი ხორცის შემწვარი კერძები, საუკეთესოა ცხვრის ხორცის კერძები და დავარგებული, ხასიათის მქონე ყველი (მაგ. გუდის თუშური ან მაღალცხიმიანი ევროპული ყველი).