წითელი მშრალი ღვინო ალექსანდროული
დასახელება : წითელი მშრალი ღვინო ალექსანდროული. ვაზის ჯიში : 80 % ალექსანდროული, 20 % მუჯურეთული. ვაზის წლოვანება : 11 წელი. ვენახი : ალექსანდროული მზადდება საკუთარ ვენახებში, რომლებიც მდინარე დურუჯის ველზეა გადაშლილი, სადაც შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგი, კავკასიონის ქედებისა და მდინარის კომპლექსი ქმნის იმ განუმეორებელ პირობებს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ვაზის ცხოველმყოფელობაზე, ასევე საბოლოო პროდუქტის ღვინის მაღალ […]
წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ქინძმარაული
დასახელება : ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ქინძმარაული. ვაზის ჯიში : 100% საფერავი. ვაზის წლოვანება : 20 წელი. ვენახი : ქინძმარაული ძველი ტრადიციული მეღვინეობის მიკროზონაა, რომელიც ღვინის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და რომელიც უხსოვარი დროიდან ცნობილია, როგორც ღვინის მაღალი ხარისხით. ისტორიული ქინძმარაულის მიკროზონა ღვინის მაღალ ხარისხს უნდა უმადლოდეს ნიადაგში შავი ფიქალების […]
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო: ხვანჭკარა.
დასახელება : ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო ხვანჭკარა. ვაზის ჯიში : 70% ალექსანდროული, 30% მუჯურეთული. ვაზის წლოვანება : 25 წელი. ვენახი : ხვანჭკარა ძველი ტრადიციული მეღვინების მიკროზონაა რომელიც ერთერი საუკეთესო და გამორჩეული მიკროზონაა ნახევრადტკბილი წითელი ხარისხოვანი ღვინოების დასამზადებლად. ხვანჭკარის მიკროზონა ღვინის მაღალ ხარისხს უნდა უმადლოდეს იმ ნიადაგურ კლიმატურ პირობებს რომელიც ამბროლაურის მიკროზონაში მდინარე რიონის […]
წითელი მშრალი ღვინო: მუკუზანი.
დასახელება: ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშწალი ღვინო მუკუზანი. ვაზის ჯიში: 100% საფერავი. ვაზის წლოვანება: 25 წელი. ვენახი: მუკუზანი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციული მაღალხარისხიანი მეღვინეობის სპეციფიკური ზონაა, ამასთან მუკუზანი, მშრალი წითელი ღვინოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასახელებაა. მუკუზნის მიკროზონაში ღვინის მაღალ ხარისხს განაპირობებს კარბონატული ნიადაგები და მიკროკლიმატი, რომელსაც გომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთი კალთა ქმნის, რის გამოც მიკროზონაში ყურძენი სრულად […]
წითელი ღვინო: საფერავი პრემიუმი
დასახელება : წითელი ღვინო საფერავი პრემიუმი. ვაზის ჯიში : 100% საფერავი. ვაზის წლოვანება : 60 წელი. ვენახი : ღვინო “საფერავი პრემიუმი” ქინძმარაულის სპეციფიკური ზონის შიგნით საუკეთესო ვენახიდან “ყელილბარდებიდან” მზადდება. აღნიშნული ვენახი ტრადიციული ქინძმარაულის მიკროზონის გულს წარმოადგენს. შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგი და კუდიგორისა და სამების სერის ტყიანი მთები განსაკუთრებულ და განუმეორებელ მიკროკლიმატს ქმნიან, რაც საუკეთესო ხარისხის […]
წითელი მშრალი ღვინო: ყვარელი
დასახელება : ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო ყვარელი.
ვაზის ჯიში : 100% საფერავი
ვაზის წლოვანება : 35 წელი
ვენახი : ყვარლის სპეციფიკური ზონის ნიადაგი და მიკროკლიმატი განაპირობებს უმაღლესი ხარისხის ღვინის მიღებას. ყვარლის მიკროზონა ჩრდილოეთიდან კავკასიონის ტყიანი ქედითაა შემოსაზღვრული, ხოლო სამხრეთიდან ემიჯნება ალაზნის ველს.
ყვარლის მიკროზონას ძირითადად გამოარჩევს ნიადაგში შავი ფიქალების მაღალი შემცველობა, რაც საშუალებას იძლევა ღვინოში საუკეთესო ბალანსის მისაღწევად, ამასთან საშუალო-დაბალი მოსავლიანობა, რაც დამახასიათებელია შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგისთვის. პირდაპირპროპორციულად ზრდის ღვინის მინერალიზაციას, დავარგების პოტენციასა და ხარისხს.
კომპანიის მფლობელობაშია ისტორიული ყვარლის მიკროზონის შიგნით არსებული საუკეთესო ვენახები, რომლებიც საუკუნეებით აპრობირებულ მაღალხარისხოვანი ღვნისთვის საუკეთესო სავენახე ადგილებს წარმოადგენს.
ღვინის მაღალი ხარისხი, რომ მივიღოთ ვენახების მოსავლის რეგულირება გასხვლიდანვე იწყება, რის შემდეგაც წარმოებს ყველა დაზიანებული და დაავადებული მტევნის მოცილება ( ძირითადად რთვილს წინ).რთველი : ხელით შერჩევითი მოკრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში წარმოებს.
მოსავალი : 8 ტონა 1 ჰექტარზე
ტექნოლოგია : კლასიკური დურდოზე დუღილი, 3 კვირა დუღილის შემდეგ დურდოზე გაჩერებით, შემდეგ ვაშლ-რძემჟავა დუღილი და კასრებში დავარგება 12 თვის განმავლობაში.
დახასიათება : ღვინო მდიდარია მწიფე ფენოლებით, მიუხედავად მაღალი ალკოჰოლის შემცველობისა სასიამოვნოდ მისართმევია. გააჩნია ძალიან მაღალი დავარგების პოტენციალი და ბოთლით დავარგების პირობებში ღვინო უფრო იხსნება და საფერავის ჯიშის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს.
ღვინის არომატში დომინირებს ტყის კენკრა, შავი ქლიავის ჩირი და კარგად გამოხატული შავი მოცხარის ტონები, რასაც ვანილისა და მიხაკის ტონები ავსებენ. ასევე სასიამოვნო და სრულია ნარჩენი გემო რომელიც შეიძლება რამოდენიმე საათის განმავლობაში გაგყვეთ.რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 15-17°C.
ღვინო საკმაოდ ძლიერი და კომპლექსურია, ამიტომ ნაკლებად გამოხატულ საკვებთან მირთმევისას ღვინის დომინირება აშკარაა, აღნიშნულ ღვინოსთან კარგია სახასიათო ძლიერი საკვები. მაგ: წითელი ხორცის შემწვარი კერძები, საუკეთესოა ცხვრის ხორცის კერძები და დავარგებული მაღალცხიმშემცველი ყველი.
წითელი მშრალი ღვინო: მუკუზანი
დასახელება: ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო მუკუზანი.
ვაზის ჯიში : 100% საფერავი.
ვაზის წლოვანება : 25 წელი.
ვენახი : მუკუზანი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციული მაღალხარისხიანი მეღვინეობის სპეციფიკური ზონაა, ამასთან მუკუზანი, მშრალი წითელი ღვინოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასახელებაა.
მუკუზნის მიკროზონაში ღვინის მაღალ ხარისხს განაპირობებს კარბონატული ნიადაგები და მიკროკლიმატი, რომელსაც გომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთი კალთა ქმნის, რის გამოც მიკროზონაში ყურძენი სრულად მწიფდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წითელი მაღალხარისხოვანი და მაღალექსტრაქტული ღვინოების დასამზადებლად.
რთველი : ხელით შერჩევითი კრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფისას, სექტემბრის ბოლოს წარმოებს.
მოსავალი : 7-8 ტონა 1 ჰექტარზე.
ტექნოლოგია : კლასიკური დურდოზე დუღილი სრულ დადუღებამდე, შემდგომ წარმოებს ვაშლ-რძემჟავა დუღილი და კავკასიური მუხის კასრებში დავარგება 1 დან 2 წლამდე.
დახასიათება : მუკუზანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინოა, რომელსაც ქართული ღვინოების თავადსაც უწოდებენ. ღვინო მუქი ბროწეულისფერია, კარგად გამოხატული, განვითარებული ბუკეტით რომელშიც ალუბლისა და შავი მოცხარის ტონები ჰარმონიულად ერწყმიან ვანილისა და მუხის სასიამოვნო ტონებს. გემოზე ღვინო ჰარმონიულია, ამასთან საგრძნობია ღვინის დიდი პოტენციალი და მწიფე ფენოლების მაღალი შემცველობა. ღვინის ნარჩენი გემო საკმაოდ დიდხანს ტოვებს სასიამოვნო შეგრძნებას პირის ღრუში.
რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 18°.
ღვინო საკმაოდ ძლიერი და კომპლექსურია, ამიტომ უმჯობესია მიირთვათ შემწვარ კერძებთან, საუკეთესოა ცხვრისა და თხის ხორცის კერძებთან და ყველთან.
ქარვისფერი მშრალი ღვინო მცვივანი კახური ქვევრი
დასახელება: ქარვისფერი მშრალი ღვინო „მცვივანი კახური ქვევრი
ვაზის ჯიში : 100% მცვივანი კახური.
ვაზის წლოვანება : 20 წელი
ვენახი: ღვინო “მცვივანი კახური ქვევრი” იწარმოება ქინძმარაულის სპეციფიკურ ზონებში განლაგებულ საკუთარ ვენახებში მოწეული ყურძნიდან. სადაც ტრადიციულად მაღალხარისხოვანი ღვინოების ხარისხს შავი ფიქალებით მდიდარი ნიადაგები და კავკასიონის ქედის დადებითი ეფექტი განაპირობებს და სადაც ყველა პირობაა იმისათვის, რომ ყურძენმა სიმწიფის მაღალ ხარისხს მიაღწიოს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მაღალხარისხოვანი კახური ტრადიციული ღვინის დამზადებისათვის.
რთველი : ხელით შერჩევითი კრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, სექტემბრის ბოლოს წარმოებს.
მოსავალი: 8 ტონა 1 ჰექტარზე
ტექნოლოგია: ყურძენი იჭყლიტება და შემდგომ დაჭყლეტილი დურდო კლერტთან ერთად გადადის ტრადიციულ თიხის ჭურჭელში (ქვევრში) სადაც ხდება ღვინის დადუღება და ჭაჭაზე გაჩერება გაზაფხულის პირველ სითბოებამდე, სავარაუდოდ მომდევნო წლის აპრილამდე. რის შემდგომაც ღვინო იხსნება ჭაჭიდან და ვარგდება 400 ლიტრიან მუხის კასრებში.
დახასიათება: ღვინო ქარვისფერია, კარგად განვითარებული არომატით მსხლის, ჩირის, ნიგვზისა და ჩაის ტონებით, რომელსაც ვანილის ტონები სასიამოვნოდ აბალანსებს. გემოზე ღვინო სავსე და ჰარმონიულია, მწიფე ფენოლების მაღალი შემცველობა ღვინის გრძელ სიცოცხლისუნარიანობასა და კომპლექსურობაზე მიუთითებს. ღვინო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, გარკვეული რაოდენობის რეგულარული მიღება ანელებს დაბერების პროცესსა და კარგი პროფილაქტიკაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგოდ.
რეკომენდაცია: დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 18°.
კახური მცვივანი ქვევრი – საუკეთესოდ ესადაგება ქართულ ტრადიციულ კერძებს, ამასთან საუკეთესოდ ესადაგება წითელი ხორცის კერძებს, განსაკუთრებით მწვადს და ცხიმიან ყველს.
მშრალი წითელი ღვინო: ყვარლის სპეციალური რეზერვი
დასახელება : წითელი მშრალი ღვინო « ყვარელი სპეციალური რეზერვი ».
ვაზის ჯიში : 100% საფერავი.
ვაზის წლოვანება : 65 წელი.
ვენახი : ღვინო « ყვარელი სპეციალური რეზერვი» ყვარლის სპეციფიკური ზონის საუკეთესო და ძველი ვენახიდან მზადდება. ყვარლის ტყიანი მთები და მცხუნვარე კლდეები, რომლებიც აღნიშნულ ვენახებს შემოსაზღვრავენ განსაკუთრებულ და განუმეორებელ მიკროკლიმატს ქმნიან, რაც საუკეთესო ხარისხის ღვინის წინა პირობაა. ღვინის მაღალი ხარისხი, რომ იქნას მიღწეული ვენახებში მოსავლის რეგულირება გასხვლიდანვე იწყება, ყურძნის შეთვალიერებისას ვენახში ტარდება მწვანე რთველი რომელიც ახდენს მოსავლის ხარისხის ამაღლებას მისი მკვეთრი რაოდენობრივი შემცირების ხარჯზე (მწვანე რთველი მოსავალს დაახლოვებით 50%-ით ამცირებს), ამის შემდგომ წარმოებს ყველა დაზიანებული და დაავადებული მტევნის მოცილება, აღნიშნული ოპერაციების შემდგომ თითოეული ვაზიდან მიიღება არაუმეტეს ერთი ბოთლი საუკეთესო ღვინისა.
რთველი : ხელით შერჩევითი კრეფა (მხოლოდ ჯანმრთელი მტევნები), ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფის დროს, ოქტომბერში წარმოებს.
მოსავალი : 4,5 ტონა 1 ჰექტარზე.
ტექნოლოგია : კლასიკური დურდოზე დუღილი 6 კვირა, დუღილის შემდგომ დურდოზე გაჩერებით, შემდგომ ვაშლ-რძემჟავა დუღილი და 225 ლიტრიან კასრებში დავარგება მინიმუმ 24 თვის განმავლობაში. ღვინო ჩამოისხმება ყველანაირი დამუშავებისა და ფილტრაციისა გარეშე.
დახასიათება : გამოირჩევა ფენოლების მაღალი შემცველობით, თუმცა ჰარმონიულია, რადგან დასრულებულია ფენოლების პოლიმერიზაციის პროცესი. მიუხედავად მაღალი ალკოჰოლ შემცველობისა ღვინო სასიამოვნოდ მისართმევია, გააჩნია ძალიან მაღალი დავარგების პოტენციალი და ბოთლით შენახვის(დავარგების) პირობებში ღვინო უფრო იხსნება და საფერავის ჯიშის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს. ღვინის არომატში დომინირებს კომპლექსურად: წითელი ტყის კენკრა, მაყვლისა და კარგად გამოხატული შავი მოცხარის ტონები, რასაც ნაზი ვანილისა და მიხაკის ტონები ავსებენ. ასევე სასიამოვნო, სავსე და სრულია ნარჩენი გემო რომელიც შეიძლება რამოდენიმე საათის განმავლობაში გაგყვეთ.
ღვინო საუკეთესოა როგორც პირდაპირი მოხმარებისთვის, ასევე მრავალწლიანი ბოთლური დავარგებისას მისი ხარისხი მხოლოდ უმჯობესდება.
ღვინო მხოლოდ 20000 ბოთლი ჩამოისხა და მისი ხარისხიც და ფასიც ყოველწლიურად იზრდება, რაც საშუალებას იძლევა აღნიშნული ღვინო განვიხილოთ, როგორც საუკეთესო კაპიტალდაბანდებაც.
რეკომენდაცია : დასალევად ოპტიმალური ტემპერატურა 17-19°C.
ღვინო ძლიერი და კომპლექსურია ამიტომ ნაკლებად გამოხატულ საკვებთან მირთმევისას ღვინის დომინირება აშკარაა, აღნიშნულ ღვინოსთან კარგია სახასიათო ძლიერი საკვები, მაგ.: წითელი ხორცის შემწვარი კერძები, საუკეთესოა ცხვრის ხორცის კერძები და დავარგებული, ხასიათის მქონე ყველი (მაგ. გუდის თუშური ან მაღალცხიმიანი ევროპული ყველი).